Shota Nadirashvili’s biography, net worth, fact, career, awards and life story

Intro Georgian psychologist
Was Psychologist 
From Georgia 
Russia 
Type Healthcare 
Gender male
Birth 26 January 1926, Tbilisi, Georgia
Death 13 August 2011
(aged 85 years)

შოთა ნადირაშვილი (დ. 26 იანვარი, 1926 — გ. 13 აგვისტო, 2011) — ქართველი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.

ბიოგრაფია

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1980-1985 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1985 წლიდან 2006 წლამდე ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე (გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, მექსიკა) განწყობის ფსიქოლოგიის სიმპოზიუმების თავმჯდომარე. მრავალი საერთაშორისო ფსიქოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრი.

შოთა ნადირაშვილი არის განწყობის ანთროპული თეორიის ავტორი. მისი ძირითადი კვლევები შეეხება ზოგად, პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიის საკითხებს. მუშაობდა აღქმის, აზროვნების, განწყობისა და აღზრდის საკითხებზე. გამოკვეთა ქცევის სამი იერარქიული დონე: უმდაბლესი – ინდივიდისა (ცხოველის ქცევა, ან ადამიანის გაუცნობიერებელი ქცევა, საშუალო – სუბიექტისა (მეტყველი და მოაზროვნე ადამიანისა); უმაღლესი – პიროვნებისა (ნებელობის მქონე ადამიანისა). ამ სამივე დონეს აერთიანებს განწყობის ზოგადი კანონზომიერებანი, მაგრამ თითოეულს თავიანთი მახასიათებლებიც აქვთ. დიდ ყურადღებას უთმობდა ასევე გამოყენებითი ფსიქოლოგიის საკითხებს. იყო 250 სამეცნიერო შრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია: „განზოგადების უნარის განვითარება სასკოლო ასაკში“ (1964); „აღქმის ფსიქოლოგიის პრობლემები“; (1976) „პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგია“ (1974); პროპაგანდის ფსიქოლოგია (1980); განწყობის ფსიქოლოგია ტომი I – II (1983-1985); „განწყობა და ქცევა“ (1998).

ნადირაშვილი ცნობილი იყო აგრეთვე როგორც საზოგადო მოღვაწე. იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი გარდაიცვალა 2011 წელს, 85 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თხზულებები

  • განზოგადების განვითარება სასკოლო ასაკის ბავშვებში., მეცნიერება. თბ., 1963;
  • განწყობის ფსიქოლოგია. მეცნიერება, ტ. I. თბ., 1983;
  • განწყობის ფსიქოლოგია. მეცნიერება, ტ. II. თბ., 1983;
  • Установка и деятельность. «Мецниереба», Тб., 1987;
  • განწყობის ფსიქოლოგიის ექპერიმენტული საფუძვლები. მეცნიერება. თბ. 2004.

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიტი
  • შოთა ნადირაშვილის შესახებ

სქოლიო

You May Also Like

Mitch Grassi’s net worth, biography, fact, career, awards and life story

Mitch Grassi net worth: Mitch Grassi is an American singer and actor who has a net worth of $8 million. Mitch Grassi was born in Arlington, Texas in July 1992. He is best known for being a member of the acapella group Pentatonix. The group usually performs pop music and cover songs. The band won the third season of the reality TV series The Sing-Off on NBC and won $200,000 as well as a recording contract with Sony Music. The group was dropped from their label Epic Records and decided to form a YouTube channel which now has more than eight million subscribers and almost a billion views. Their debut studio album PTX, Vols. 1 & 2 was released in 2014 and reached #6 in Japan. Their second album PTX was released in 2014 and their third album That’s Christmas to Me was released later that year. The album reached #2 in the US and #4 in Canada. That album became the highest charting holiday album in the US since 1962 and fourth best-selling overall album that year. Pentatonix Band won a Grammy Award for Best Arrangement, Instrumental or A Capella for “Daft Punk”. Their documentary Pentatonix – On My Way Home was released in June 2015. Grassi is a tenor who sings lead and backing vocals.
Read More