| Intro | shkencëtare |
| Was | Scientist |
| From | Russia |
| Type | Science |
| Gender | female |
| Birth | 6 February 1899, Tbilisi |
| Death |
28 November 1978 (aged 79 years) |
ქსენია ერმილეს ასული ბახტაძე (დ. 6 თებერვალი , 1899, თბილისი ― გ. 26 სექტემბერი, 1978, დაბა ჩაქვი, ქობულეთის რაიონი) — ქართველი სელექციონერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1955) და საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის (1956) აკადემიკოსი, საქართველოს (1960) და აჭარის (1966) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სოციალისტური შრომის გმირი (1966).
ბიოგრაფია
1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით. 1921–1926 წლებში მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მუშაობს ჩაქვის საცდელ სადგურში (ამჟამად ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც ხელმძღვანელობს ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია „ქართული სელექციური ჩაი №1“, „ქართული სელექციური ჩაი №2“, რომელთა შექმნისათვის ბახტაძეს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1948) და „სელექციური №8“ – „ზამთრის გმირი“. ბახტაძისეული ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია. ბახტაძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 256, თბ., 1977 წელი.
- თოდუა გ., ენციკლოპედია “საქართველო”, გვ. 384, თბ., 1997
|
ქართველი ბიოლოგები
|
||
|---|---|---|
|
ქართველი ბიოლოგები
|
||
| ბოტანიკა |
|
|
| ზოოლოგია |
|
|
| ბიოქიმია |
|
|
| გენეტიკა და სელექცია |
|
|
| სხვა |
|
|
| ბოტანიკა |
|
|
| ზოოლოგია |
|
|
| ბიოქიმია |
|
|
| გენეტიკა და სელექცია |
|
|
| სხვა |
|
|