| Intro | Russian paleontologist |
| A.K.A. | A. A. Borissiak, Aleksei Alekseeivich Borissiak, Aleksei Borissiak, Bo… |
| Was |
Scientist Geologist Paleontologist |
| From | Russia |
| Type |
Biology Science |
| Gender | male |
| Birth | 22 July 1872, Romny |
| Death |
25 February 1944, Moscow (aged 71 years) |
ალექსი ალექსის ძე ბორისიაკი (რუს. Алексей Алексеевич Борися́к) (დ. 3 აგვისტო 1872, რომნი — გ. 25 თებერვალი , 1944, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა პალეონტოლოგი და გეოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929 წევრ-კორესპონდენტი 1921).
1896 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი და 1932 წლამდე მუშაობდა გეოლოგიის კომიტეტში. 1911—1930 წლებში ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის პროფესორი და ისტორიული გეოლოგიის კათედრის გამგე. 1939—1942 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონტოლოგიის კათედრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 1930—1944 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ბორისიაკი სათავეში ედგა ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საბჭოთა სკოლას. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ფაციესების შესწავლას. ზოგადი პალეონტოლოგიის საკითხებს, იურულ მოლუსკებს, ხერხემლიანთა და განსაკუთრებით ძუძუმწოვართა პალეონტოლოგიას.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 472, თბ., 1977 წელი.